DENTAL LAND

სტომატოლოგიური კლინიკა ,,დენტალ ლენდი“ აფასებს, რომ პაციენტი გვანდობს ძვირფას ჯანმრთელობას. ჩვენ მზად ვართ გავამართლოთ იმედები და დავაკმაყოფილოთ ყველაზე მომთხოვნი პაციენტის სურვილი. ამაში რომ დარწმუნდეთ, გვესტუმრეთ და მოინახულეთ ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკები. ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმის მაღალი დონე საშუალებას გვაძლევს გადავწყვიტოთ კბილთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, რათა იქონიოთ ჯანმრთელი პირის ღრუ. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპია ინდივიდუალური მიდგომა და ზრუნვა თითოეული კბილისთვის. ჩვენ გვაქვს უფლება ვიამაყოთ ჩვენი ნამუშევრის ესთეტიური სილამაზით და ხარისხით. ჩვენი კლინიკის ექიმები იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. მომსახურეობის უმაღლესი დონე გამოიხატება არამარტო თანამედროვე აპარატურაში, არამედ ექიმების გამოცდილებაში. ჩვენს კლინიკაში დიდი ყურადღება ეთმობა სტერილურობის საკითხებს, ასეპტიკას და ანტისეპტიკას. პაციენტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის ჩვენი კლინიკის პრიორიტეტული მიმართულება.

ინსტრუმენტების სტერილიზაციის ყველა ეტაპი ( წინა სასტერილიზაციო დამუშავება, სტერილიზაცია, შენახვა) მიმდინარეობს ყველა წესის დაცვით, რაც მოწმდება სტერილურობის მარკერებით. კლინიკაში დეზინფექციისთვის ვიყენებთ ცნობილი გერმანული ფირმის_,, DURR DENTAL “_ის სადეზინფექციო ხსნარებს. ესენი ადვილად უმკლავდებიან ვირუსებს და ბაქტერიებს.

ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურეობა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით. კბილების მკურნალობისთვის ვიყენებთ საუკეთესო მასალებს და ეფექტურ გამაყუჩებელ საშუალებებს.


   სტომატოლოგიური კლინიკა DENTAL LAND

   მისამართი:. თბილისი, თამარაშვილის ქ. №1

   ტელ:. (995 32) 222 22 84



 


   სტომატოლოგიური კლინიკა DENTAL LAND

   მისამართი:. თბილისი, მეზნიაშვილის ქ. №12

   მისამართი:. (995 32) 296 20 40

 



 

 

 

 



 
პროფილაქტიკა
თერაპიული მომსახურება
ორთოპედიური მომსახურება
პაროდონტოლოგია
ორთოდონტია
 
ქირურგია
 
იმპლანტაცია